შარავანდი (კინო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''შარავანდი''' – გამოსახულების არამკაფიო, გართხმული მუქი ზღვ...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:06, 19 ოქტომბერი 2021 მდგომარეობით

შარავანდი – გამოსახულების არამკაფიო, გართხმული მუქი ზღვარი ფირზე, რომელიც თანდათან გადადის ნათელ ტონებში. მსგავსი სურათი მიიღება ფირზე (ფირფიტაზე) კაშკაშა, მკვეთრი მოხაზულობის მქონე ობიექტების (მაგ.: ნათურის) გადაღებისას.

განასხვავებენ გაფანტვისა და არეკვლის შარავანდებს.

გაფანტვის შარავანდი, რომელსაც აგრეთვე დიფუზიურს უწოდებენ, წარმოიქმნება ემულსიურ ფენაში შუქის მრავალჯერადი გაფანტვის შედეგად. გაფანტვის შარავანდის სიდიდე განსაზღვრავს თანამედროვე ფოტოგრაფიული მასალების სიმკვეთრეს და დეტალიზაციის უნარს.

არეკვლის შარავანდი წარმოიქმნება ფირის ფუძის უკანა ფენიდან (ემულსიის გავლით) სინათლის არეკვლით. თანამედროვე ფირებს გააჩნიათ შარავანდსაწინააღმდეგო ფენა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს შარავანდის სიდიდეს.


[რედაქტირება] წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები