პარაბასა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''პარაბასა''' – ძველბერძნულ თეატრში მაყურებლისადმი ...) |
16:47, 21 ოქტომბერი 2021-ის ვერსია
პარაბასა – ძველბერძნულ თეატრში მაყურებლისადმი ქოროს ისეთი უშუალო მიმართვა, რომელიც დაკავშირებული არ იყო პიესის მოქმედებასთან. პარაბასის შესრულების დროს მოქმედი პირები გადიოდნენ, ქორო იხსნიდა ნიღბებს და მაყურებლისაკენ ზურგშექცევით მწკრივდებოდა. პარაბასაში კომედიის ავტორი ჩვეულებრივ განმარტავდა პიესის მიზანსა და დანიშნულებას, არჩევდა პოლიტიკურ საკითხებს, კილავდა ლიტერატურულ მოწინააღმდეგეებს. ამავე დროს, სთხოვდა მაყურებელს, კეთილგანწყობილება გამოეჩინა კომედიის მიმართ.