პორტრეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: [[ფაილი:Portreti.JPG|thumb|რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი. მოხუცი წითელ ტან...) |
მიმდინარე ცვლილება 14:15, 2 ნოემბერი 2021 მდგომარეობით
პორტრეტი – ფერწერის, გრაფიკის, ქანდაკების, ფოტოხელოვნების ერთ-ერთი ჟანრი, რომელიც ასახიერებს ადამიანის, ინდივიდის პირისახეს, ფიგურას და ავლენს არა მარტო მის გარეგან თავისებურებას, არამედ დაფარულ მოქალაქეობრივ, მორალურ-ეთიკურ ღირსებებს ან მის მანკიერებებს.
პორტრეტში შეიძლება ერთდროულად გამოხატული იყოს რამდენიმე ადამიანი (წყვილის პორტრეტი, ჯგუფური პორტრეტი). მიუხედავად პორტრეტის ჟანრის დიდი დამოკიდებულებისა გამოსასახი პიროვნების ობიექტურ მონაცემებზე, თავის საუკეთესო მაგალითებში იგი ყოველთვის შეიცავს თავისი დროის ესთეტიკურ იდეალს, ეპოქის, მხატვრული სკოლისა და შემოქმედებითი ინდივიდუალობის სტილისტურ ნიშან-თვისებებს.