დირიჟორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''დირიჟორი''' – პიროვნება, რომელიც ხელმძღვანელობს მუსიკალურ...) |
19:38, 9 ნოემბერი 2021-ის ვერსია
დირიჟორი – პიროვნება, რომელიც ხელმძღვანელობს მუსიკალური ნაწარმოების კოლექტიურ შესრულებას. დირიჟორი აწარმოებს მოსამზადებელ სამუშაოს რეპეტიციებზე, ხელმძღვანელობს კოლექტივს კონცერტსა ან სპექტაკლში, უთითებს ტემპს, დინამიკურ ელფერს, შემსრულებელთა ამა თუ იმ ჯგუფის, ან ცალკეული სოლისტის ჩართვის მომენტს. დირიჟორი კოლექტივის სულის ჩამდგმელი და ორგანიზატორია.