კიბერნეტიკა მუსიკაში
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''კიბერნეტიკა მუსიკაში''' – თანამედროვე კიბერნეტიკული მანქა...) |
მიმდინარე ცვლილება 00:24, 11 ნოემბერი 2021 მდგომარეობით
კიბერნეტიკა მუსიკაში – თანამედროვე კიბერნეტიკული მანქანების გამოყენება მუსიკალურ შემოქმედებაში. უკანასკნელი ათეული წლების მეცნიერულმა პროგრესმა, მეცნიერებათა ურთიერთშეღწევამ, შესაძლებელი გახადა მუსიკისმცოდნეობის გამდიდრება ახალი მეცნიერული მეთოდებით.
ინფორმაციის თეორია და კიბერნეტიკა გამოიყენება მუსიკალური შემოქმედების, მუსიკის აღქმის, მისი ანალიზის და შესრულების საკითხების გამოკვლევისათვის. არის ცდები მუსიკის შეთხზვის მოდელირებისა კიბერნეტიკის მეთოდებით.