ფერწერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ფერწერა''' – სახვითი ხელოვნების სახეობა, სადაც მხატვრის შემ...)
 

მიმდინარე ცვლილება 19:23, 11 ნოემბერი 2021 მდგომარეობით

ფერწერა – სახვითი ხელოვნების სახეობა, სადაც მხატვრის შემოქმედებითი დამოკიდებულება საზოგადოებრივი და ბუნებრივი მოვლენებისადმი საღებავების მეშვეობით რაიმე ზედაპირზე გადმოიცემა სახიერად. ფერწერა იყოფა მონუმენტურ, კედლის, დეკორატიულ, დაზგურ და მინიატიურულ ქვესახეებად.

წარმოსასახი საგნებისა და მოვლენების გვაროვნებათა მიხედვით ფერწერა იყოფა ჟანრებად, რომელთაგან მთავარია: ისტორიული, ყოფითი, ბატალური, პორტრეტი, ანიმალისტური. ფერწერა შეიცავს აგრეთვე, რელიგიურ, ალეგორიულ და მითოლოგიურ ქვეჟანრებს, რომლებიც ადრე ითვლებოდნენ ისტორიული ჟანრის ქვეჟანრებად.

[რედაქტირება] წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები