გოხუა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: გოხუა '''გოხუა''' — (ჩინ. 國畫), ჩინური ნაციონალურ...) |
13:19, 17 ნოემბერი 2021-ის ვერსია
გოხუა — (ჩინ. 國畫), ჩინური ნაციონალური ფერწერა. ტერმინი გოხუა ჩინეთში XX საუკუნის დასაწყისში გაჩნდა ტუშის ფერწერის — ზეთის ევროპული ფერწერისაგან განსასხვავებლად.
ამჟამად ტერმინი გოხუას უსადაგებენ ჩინური სახვითი ხელოვნების სხვადასხვა სახეობებსაც – ზეთის ფერწერას, გრაფიკას, კედლის მხატვრობას, საახალწლო პატარა სურათებსა და სხვ.