გრატუარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''გრატუარი''' – (ფრანგ. Grattoir), ფოლადის ინსტრუმენტი, ტარიანი, რომელ...) |
15:08, 17 ნოემბერი 2021-ის ვერსია
გრატუარი – (ფრანგ. Grattoir), ფოლადის ინსტრუმენტი, ტარიანი, რომელსაც გულისმაგვარი ფორმა და ბასრპირიანი ნაპირები აქვს, მეტალზე გრავირებისას გრატუარი იხმარება როგორც საფხეკი. ზეთიან ფერწერისას მას იყენებენ უკვე კარგად გამშრალ უსწორო საღებავთა ფენის მოსაშორებლად, ზედაპირის ხელმეორედ გამოყენებისათვის.