ხმის ოპერატორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ხმის ოპერატორი''' – გადამღები ჯგუფის ერთ-ერთი ძირითადი შემო...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:21, 18 ნოემბერი 2021 მდგომარეობით

ხმის ოპერატორი – გადამღები ჯგუფის ერთ-ერთი ძირითადი შემოქმედებითი მუშაკი; აწარმოებს კინოსურათის ხმოვან გაფორმებას სცენარის ავტორისა და დამდგმელი რეჟისორის საერთო ჩანაფიქრის შესაბამისად. მოსამზადებელ პერიოდში ადგენს ხმის ჩაწერისათვის აუცილებელ ტექნიკურ აღჭურვილობას, მსახიობთა სასინჯი გადაღებების დროს იწერს ხმას. გადაღების პერიოდში კი ხმის ოპერატორი ამოწმებს დეკორაციების აკუსტიკურ პირობებს, მონაწილეობს მიზანსცენების დადგენაში, გეგმავს მიკროფონების განლაგებას და გადაღების დაწყებამდე ამოწმებს მთელი ხმოვანი ტრაქტის სამუშაო მზადყოფნას.



[რედაქტირება] წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები