ინტრიგა (დრამატურგიაში)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ინტრიგა''' – საშუალება დრამატული მოქმედების ორგანიზებისა ...) |
23:13, 24 ნოემბერი 2021-ის ვერსია
ინტრიგა – საშუალება დრამატული მოქმედების ორგანიზებისა რთული პერიპეტიების მეშვეობით. ინტრიგა იქმნება ერთ-ერთი მებრძოლი მხარის შეგნებული მოქმედებით, ანდა ჩნდება მოვლენათა შემთხვევითი გადახლართვის შედეგად. ინტრიგის მეოხებით დრამატურგი აღწევს მოქმედების განსაკუთრებულ დაძაბვას, აღვივებს მაყურებელთა ინტერესს.