კარავაჯიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კარავაჯიზმი''' – XVII საუკუნის იტალიური ხელოვნება, რომელიც დაფ...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Laturi.JPG|thumb|ლატური. ჩვილი]]
 
'''კარავაჯიზმი''' – XVII საუკუნის იტალიური ხელოვნება, რომელიც დაფუძნებულია კარავაჯოს შემოქმედებაზე (იტალიელი ფერმწერი, 1573–1610).  
 
'''კარავაჯიზმი''' – XVII საუკუნის იტალიური ხელოვნება, რომელიც დაფუძნებულია კარავაჯოს შემოქმედებაზე (იტალიელი ფერმწერი, 1573–1610).  
  

მიმდინარე ცვლილება 15:55, 30 ნოემბერი 2021 მდგომარეობით

ლატური. ჩვილი

კარავაჯიზმი – XVII საუკუნის იტალიური ხელოვნება, რომელიც დაფუძნებულია კარავაჯოს შემოქმედებაზე (იტალიელი ფერმწერი, 1573–1610).

კარავაჯისტული ნაწარმოებთათვის დამახასიათებელია კომპოზიციის ლაკონურობა, მკაფიობა და სისადავე, ფიგურების ძლიერი, ენერგიული ძერწვა, სინათლისა და ჩრდილის მკვეთრი კონტრასტები. კარავაჯიზმის ლოზუნგია – ბუნების გულმოდგინედ შესწავლა. „კარავაჯისტები“ წერდნენ ყოფითს, რელიგიურ სცენებსა და ნატურმორტებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ თავისი დროის რევოლუციური გამბედაობით, მიმართავდნენ რა შეულამაზებელ რეალიზმს, რომელსაც „ნატურალისტური გულახდილობის“ ელფერიც კი დაჰკრავდა. კარავაჯიზმის გავლენა იტალიის მიჯნებს იქითაც გავრცელდა.



[რედაქტირება] წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები