კასკადიორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''კასკადიორი''' – (ფრანგ. cascadeur), იგივე, რაც კინოდუბლიორი, კასკადი...) |
12:25, 1 დეკემბერი 2021-ის ვერსია
კასკადიორი – (ფრანგ. cascadeur), იგივე, რაც კინოდუბლიორი, კასკადიორების წინამორბედნი იყვნენ ქუჩის მუშაითები, რომელთა შესახებ შატობრიანმა თქვა – მაყურებელზე ზემოქმედების თვალსაზრისით, მათ ტოლი არა ჰყავთო. კასკადიორები არიან ცირკის მსახიობები – „კასკადური ნომრების“ შემსრულებლები (აქედან წარმოსდგა ტერმინი). კასკადიორი კინოვარსკვლავებს (მსახიობებს) ცვლის სახიფათო სცენებში.