კაფე-შანტანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''კაფე-შანტანი''' – (ფრანგ. café chantant – "მომღერალი კაფე"), კაფე ან რესტ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კაფე-შანტანი“ გადაიტანა გვერდზე „კაფეშანტანი“) |
13:09, 1 დეკემბერი 2021-ის ვერსია
კაფე-შანტანი – (ფრანგ. café chantant – "მომღერალი კაფე"), კაფე ან რესტორანი, რომელშიც უჩვენებენ გასართობი, მსუბუქი ხასიათის საესტრადო პროგრამას. პირველი კაფე-შანტანები საფრანგეთში გაჩნდა XIX საუკუნის 50-იან წლებში. მაყურებლის წინაშე გამოდიოდნენ მომღერალი მამაკაცებიცა და ქალებიც, რომლებიც ასრულებდნენ საჭირბოროტო თემატიკის სიმღერებს, ხშირად უხამსი შინაარსის სიმღერებსაც.