სიბრტყითი ბეჭდვის გრავიურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''სიბრტყითი ბეჭდვის გრავიურა''' - ქვის ზედაპირი, რომელიც არ იღ...) |
14:05, 13 დეკემბერი 2021-ის ვერსია
სიბრტყითი ბეჭდვის გრავიურა - ქვის ზედაპირი, რომელიც არ იღებს არავითარ რელიეფს, ქიმიურად ისე მუშავდება, რომ ბეჭდვის დროს ცხიმიანი საღებავი მიიღოს მხოლოდ გამოსახულებისმქონე ადგილებმა. ზედაპირის მთელ დანარჩენ ნაწილს საღებავი არ ედება და ანაბეჭდის აღებისას მისი შესაბამისი ადგილები ქაღალდის ფონს უხლებლად ტოვებენ. ქვის გარდა ბრტყელ ბეჭდვაში გამოიყენება აგრეთვე ალუმინის დაფები (ალგრაფია).