საზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→ლიტერატურა) |
|||
| ხაზი 4: | ხაზი 4: | ||
== ლიტერატურა == | == ლიტერატურა == | ||
| − | + | * დ. არაყიშვილი, ქართული მუსიკა (მოკლე ისტორიული მიმოხილვა), ქუთაისი, 1925. | |
| − | დ. არაყიშვილი, ქართული მუსიკა (მოკლე ისტორიული მიმოხილვა), ქუთაისი, 1925. მ. შილაკაძე, ქართული ხალხური მუსიკალური ტრადიციები და თანამედროვეობა, 1988. მ.შ. | + | * მ. შილაკაძე, ქართული ხალხური მუსიკალური ტრადიციები და თანამედროვეობა, 1988. მ.შ. |
== წყარო == | == წყარო == | ||
19:56, 13 დეკემბერი 2021-ის ვერსია
საზი - აღმოსავლური სიმებიანი საკრავი, მსხლის ფორმის ღრმაკორპუსიანი, გრძელყელიანი. მზადდება სხვადასხვა ზომისა. საზი ერთ-ერთი უძველესი ხალხური საკრავია. იხსენიება ნიზამის (XII ს.) პოემებში. საზს წამყვანი ადგილი უკავია ხალხურ საკრავთა ანსამბლში. მასზე შემსრულებლები იყვნენ აშუღები - ხალხური მომღერლები, პოეტი–იმპროვიზატორები, რომლებიც გამოდიოდნენ ბაზრების მოდნებზე, სახალხო შეკრებებზე. მათ რეპერტუარში წარმოდგენილი იყო საგმირო, ისტორიული, ეპიკურ-სატრფიალო სიმღერები. საქართველოში გავრცელდა XVIII ს-დან სხვა აღმოსავლურ საკრავებთან და ანსამბლთან ერთად. თბილისში განსაკუთრებით მიღებული იყო აზერბაიჯანულ მოსახლეობაში.
ლიტერატურა
- დ. არაყიშვილი, ქართული მუსიკა (მოკლე ისტორიული მიმოხილვა), ქუთაისი, 1925.
- მ. შილაკაძე, ქართული ხალხური მუსიკალური ტრადიციები და თანამედროვეობა, 1988. მ.შ.