საუნგ-ი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: საუნგი '''საუნგ-ი''' — ქნარის ნაირსახეობა, ერთ-ერ...) |
22:35, 13 დეკემბერი 2021-ის ვერსია
საუნგ-ი — ქნარის ნაირსახეობა, ერთ-ერთი უძველესი ბირმული საკრავთაგანი. მისი კორპუსი გაკეთებულია ხისაგან და ფორმით გვაგონებს მცურავ თევზს აბზეკილი კუდით. მის ღრუ ქვედა ნაწილზე გადაჭიმულია ირმის ტყავი, რომელზედაც მიმაგრებულია კბილანები შესაბამისი ნასვრეტებით სიმებისათვის. ეს კბილანები მოქმედებენ როგორც რეზონატორი. საუნგს 13 სიმი აქვს.