სილიკატური ფერწერა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''სილიკატური ფერწერა''' – შემაკავშირებელ ნივთიერებად გამოიყ...) |
15:47, 15 დეკემბერი 2021-ის ვერსია
სილიკატური ფერწერა – შემაკავშირებელ ნივთიერებად გამოიყენება ხსნადი მინა. დიდი გამძლეობით გამორჩეული სილიკატური ფერწერა შეიმუშავეს XIX საუკუნეში, ახალი გამძლე ფერწერული ტექნიკის ძიებაში. შედარებით სრულყოფილ სახეობას წარმოადგენს ე.წ. მინერალური ფერწერა. მისი საღებავები იყოფიან: ფასადურ, დეკორატიულ და ფერწერულ საღებავებად. მინერალური ფერწერა უმთავრესად შენობათა მოხატვაში გამოიყენება.