კრიტიკული აზროვნება (უნარ-ჩვევა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კრიტიკული აზროვნება''' - კრიტიკული აზროვნება არის რთული [[სა...)
 
(წყარო)
 
ხაზი 16: ხაზი 16:
 
[[განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის]]
 
[[განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის]]
 
[[კატეგორია:უნარ-ჩვევები]]
 
[[კატეგორია:უნარ-ჩვევები]]
 +
[[კატეგორია:განათლება]]

მიმდინარე ცვლილება 20:59, 15 დეკემბერი 2021 მდგომარეობით

კრიტიკული აზროვნება - კრიტიკული აზროვნება არის რთული სააზროვნო უნარ-ჩვევა, რომელიც მოიცავს ერთდროულად ორ ან მეტ განსხვავებულ მოსაზრებაზე ფიქრს, სხვადასახვა მოსაზრების გაგებას, რაიმე შეხედულების დასაბუთებას სხვადასხვა მიდგომების საფუძველზე და იმის გაცნობიერებას, რომ სხვასაც შეიძლება საკუთარი განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეს.

კრიტიკულ აზროვნებას ადამიანი მიმართავს არსებული ან წარმოდგენილი მოსაზრების „ჭეშმარიტი” ღირებულების დასადგენად. კრიტიკული აზროვნების დროს არსებითია არგუმენტების და კონტრარგუმენტების მოძიება, მთლიანი სიტუაციის გაანალიზება და, შესაბამისად, არსებული მტკიცებულებების საფუძველზე მოსაზრების შეცვლა ან ახალი მოსაზრების მიღება. კრიტიკულ აზროვნებას ასევე უწოდებენ „ლოგიკურ” ან „ანალიტიკურ” აზროვნებას.

კრიტიკული აზროვნება ხშირად მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  1. საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის საწყისი მიმოხილვა;
  2. არგუმენტების და კონტრარგუმენტების მოძიება გადაწყვეტილების მიღების საფუძვლის შესაქმნელად;
  3. პირველადი დასკვნების გამოტანა;
  4. სხვა შესაძლო მოსაზრებების განხილვა საკითხის შემდგომი დაზუსტების მიზნით;
  5. შეჯამება - საბოლოო დასკვნის გაკეთება.


[რედაქტირება] წყარო

განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები