ჩვევა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჩვევა''' - ჩვევას უწოდებენ მრავალჯერადი გამეორებით შეძენილ ...)
 
(წყარო)
 
ხაზი 15: ხაზი 15:
 
[[განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის]]
 
[[განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის]]
 
[[კატეგორია:უნარ-ჩვევები]]
 
[[კატეგორია:უნარ-ჩვევები]]
 +
[[კატეგორია:განათლება]]

მიმდინარე ცვლილება 21:01, 15 დეკემბერი 2021 მდგომარეობით

ჩვევა - ჩვევას უწოდებენ მრავალჯერადი გამეორებით შეძენილ მეტად თუ ნაკლებად ავტომატიზებულ მოქმედებას ან ქცევას. მოქმედების ავტომატიზება იმით გამოიხატება, რომ ჩვევის შემადგენელი მოძრაობები, მოტორული იმპულსები მიმდინარეობს ცნობიერების მონაწილეობის გარეშე ან თანამონაწილეობის დაბალი ხარისხით.

ჩვევას ადამიანი იძენს როგორც გარკვეული მოქმედების დასასწავლად მისი მიზანდასახული გამეორების შედეგად, ასევე მაშინ, როცა ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთებზე ადამიანს უწევს გარკვეული მოქმედებების ხშირი გამეორება.


განასხვავებენ მოტორულ და გონებრივ ჩვევებს: მოტორულს უწოდებენ მოძრაობის ჩვევას; მაგალითად, ველოსიპედით სიარულს, ღილის, თასმების შეკვრას, ცურვას და ა. შ.

გონებრივს უწოდებენ ისეთ ჩვევებს, რომლებიც ავტომატიზებულ გონებრივ ოპერაციას წარმოადგენენ (გამრავლების ტაბულის ზეპირი ცოდნა, აბზაცის დაცვა, სასვენი ნიშნების გამოყენება, კითხვის დროს პაუზების გაკეთება და ა.შ.). მეორე მხრივ, ჩვევებს აჯგუფებენ შინაარსის მიხედვითაც.

გამოყოფენ საყოფაცხოვრებო (ჩაცმა-დახურვის, დანა-ჩანგლის ხმარების ა. შ.), ჰიგიენურ (კბილების გახეხვის, ხელების დაბანის); სპორტულ ჩვევებს (ველოსიპედის ტარება, ცურვა) და ა. შ.


[რედაქტირება] წყარო

განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები