მასწავლებლის დაკვირვების ჩანაწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: მასწავლებლის დაკვირვების ჩანაწერები — მასწავლებელი აკვირ...)
 

მიმდინარე ცვლილება 23:14, 15 დეკემბერი 2021 მდგომარეობით

მასწავლებლის დაკვირვების ჩანაწერები — მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეებს (მათი კომენტარები, აზრები, ქცევები) არა მხოლოდ კლასში, არამედ დასვენებაზე, სათამაშო მოედანზე და ა. შ. იგი აკეთებს ჩანაწერებს, გარკვეულ აღნიშვნებს მათ შესახებ. ამგვარი ჩანაწერები განმავითარებელი (მიმდინარე) შეფასების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და კარგად აჩვენებს მოსწავლეების დროში განვითარებას. მასწავლებელმა დაკვირვების საფუძველზე უნდა მიუთითოს მოსწავლეს, თუ რა უნდა შეცვალოს ან რა უნდა გააუმჯობესოს მან სწავლის პროცესში. ამგვარად, ერთი მხრივ, ჩანაწერები მასწავლებელს ეხმარება აღმოაჩინოს ის ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის მოსწავლეს სწავლაში, ხოლო, მეორე მხრივ, მოსწავლეს ხელს უწყობს სწავლის სწავლის უნარ-ჩვევების განვითარებაში. დაკვირვების ჩანაწერებს აუცილებელი არ არის, ჰქონდეს მკაცრად განსაზღვრული სტრუქტურა.


[რედაქტირება] წყარო

განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები