აგუნა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''აგუნა''' - წარმართობის ხანის ვენახის ღვთაება დასავლეთ [[საქ...) |
15:33, 26 იანვარი 2017-ის ვერსია
აგუნა - წარმართობის ხანის ვენახის ღვთაება დასავლეთ საქართველოში. მისი სახელი მხოლოდ გადაძახებაში შემორჩა. გურიაში ახალწლის ღამით ანთებული თაფლის სანთლებით ჩამოივლიდნენ მარნებს, თავდაყირავებულ საწნახელზე ნაჯახის ყუით დააკაკუნებდნენ და დასძახებდნენ: „აგუნა, აგუნა, შემოდი ჩვენსას, გადმოიარე ბახვი და ასკანა! ჩვენ მამულში ყურძენი, სხვის მამულში ფურცელი..!“ დაიმედებულნი, რომ აგუნა დოვლათით აავსებდა მათ ვენახებს, გამართავდნენ ლხინსა და პურობას.