ლაიტმოტივი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ლაიტმოტივი''' - (გერმ. Leitmotiv), თემა, რომელიც ახასიათებს გარკვეულ ...) |
22:38, 9 იანვარი 2022-ის ვერსია
ლაიტმოტივი - (გერმ. Leitmotiv), თემა, რომელიც ახასიათებს გარკვეულ მუსიკალურ სახეს და რამდენჯერმე მეორდება მოცემულ ნაწარმოებში. ზოგჯერ ლაიტმოტივში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დამახასიათებელი რიტმული ფორმულა, გამომსახველი ჰარმონიული მიმდევრობა ან სპეციფიკური ტემბრი (გაორკესტრება). ლაიტმოტივის პრინციპი ფართოდ გამოიყენება მუსიკალურ-დრამატულ ნაწარმოებებში (ოპერა, ბალეტი, კანტატა), აგრეთვე პროგრამულ ინსტრუმენტულ მუსიკაში.