ლოა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ლოა''' — (ესპ. loa), თეატრალური წარმოდგენის ნაწილი, XVI—XVII საუკუნის...) |
13:22, 10 იანვარი 2022-ის ვერსია
ლოა — (ესპ. loa), თეატრალური წარმოდგენის ნაწილი, XVI—XVII საუკუნის ესპანეთში. XVI საუკუნის პირველ ნახევარში ეწოდებოდა „ინტროიტო“. პირველ ხანებში ეს იყო პიესის, მაყურებლის, ქალაქის ქება, რომელიც მთავრდებოდა შემწყნარებლობის თხოვნით. შემდგომში იგი გადაიქკა მუსიკალური ნომრების შემცველ დრამატიზებულ პროლოგად, რომელშიც მოკლედ მოთხრობილი იყო პიესის შინაარსი. ლოას ასრულებდა ერთ-ერთი მსახიობი, უმეტესად კი დასის დირექტორი.