როკაპი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 9: ხაზი 9:
 
[[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის|მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)]]
 
[[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის|მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)]]
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
[[კატეგორია:ქართული მითბი]]
+
[[კატეგორია:ქართული მითები]]
 
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]
 
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]
 
[[კატეგორია:მითიური არსებები]]
 
[[კატეგორია:მითიური არსებები]]

მიმდინარე ცვლილება 13:47, 10 იანვარი 2022 მდგომარეობით

როკაპი – როკაპი არის ავსული დედაბერი, რომელსაც წინ გამოშვერილი ღოჯები, გრძელი დაჯაგრული კუდი, გრძელი ხელები და ფეხები აქვს, თვალებიდან ცეცხლს ყრის, მთელი სხეული ბანჯგვლებით აქვს დაფარული.

როკაპი ღმერთმა ტაბაკონზე ჩარჭობილ პალოზე მსხვილი ჯაჭვებით დააბა, პალო დედამიწის გულამდე აღწევს. როკაპი მუდამ ცდილობს პალოს ამოძრობას, დღენიადაგ არყევს პალოს და, ესესაა, უნდა ამოაძროს, რომ ამ დროს მოფრინდება ბოლოქანქარა ჩიტი, დააჯდება პალოს და როკაპის გასაჯავრებლად კუდის ქნევას მოყვება. გაჯავრებული როკაპი ხელს დასტაცებს უზარმაზარ უროს და რაც ძალი და ღონე აქვს დასცხებს აბეზარ ჩიტს. ჩიტი უმალ აფრინდება, ურო პალოს დაეცემა და კიდევ უფრო ღრმად ჩაარჭობს მიწაში. როკაპი თავიდან იწყებს პალოს მორყევას, კვლავ მოფრინდება ჩიტი, დააჯდება პალოს და ისევ ჩაარჭობს როკაპი პალოს თავისდა უნებურად ქვესკნელამდე. და ასე ხდება გამუდმებით. არ უწერია როკაპს თავის დახსნა.



[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები