ალიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ალიტი''' – (ბერძ. lithos ქვა), სამკალციუმიანი სილიკატი, ერთ-ერთი ძი...) |
16:37, 13 იანვარი 2022-ის ვერსია
ალიტი – (ბერძ. lithos ქვა), სამკალციუმიანი სილიკატი, ერთ-ერთი ძირითადი ხელოვნური მინერალი, რომელიც წარმოიქმნება ცემენტის კლინკერის გამოწვის დროს. ქიმიური ფორმულა Ca3SiO5. ზოგჯერ ფორმულირებულია, როგორც 3CaO·SiO2. ის განსაზღვრავს პორტლანდცემენტის გამაგრების სიჩქარეს, სიმტკიცესა და სხვა თვისებებს. მისი შემცველობა კლინკერში არის 45-60%.