ავტოგრეიდერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ავტოგრეიდერი '''ავტოგრეიდერი''' – (ბერძ. autos თვი...) |
15:38, 14 იანვარი 2022-ის ვერსია
ავტოგრეიდერი – (ბერძ. autos თვით და ლათ. gradus ნაბიჯი, საფეხური), თვითმავალი მიწისმთხრელი მანქანა, რომელიც გამოიყენება საგზაო, სამრეწველო და საბინაო მშენებლობაში, კომუნალურ და სოფლის მეურნობაში შემდეგი სამუშაოების შესასრულებლად: გზის ვაკისის საფარვლის მოწყობა; ნაყარის აგება; ტერიტორიის მოშანდაკება; მიწის კალაპოტის მოწყობა; გზის ვაკისზე გრუნტის შერევა დანამატებთან და მჭიდა მასალებთან; გზების რემონტი და შენახვა; ასფალტის საფარვლის, რიყის ქვისა და მძიმე გრუნტის მოჭრა და გაფხვიერება; გზების გაწმენდა თოვლის, აგრეთვე მეწყერის, ღვარცოფის ნარჩენებისაგან და სხვ.