აზოტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''აზოტი''' – ''(არაბ. az-zāwūq ვერცხლისწყალი)'', ქიმიური ელემენტი, ინერ...) |
13:48, 20 იანვარი 2022-ის ვერსია
აზოტი – (არაბ. az-zāwūq ვერცხლისწყალი), ქიმიური ელემენტი, ინერტული, უფერული გაზი, რომელსაც არა აქვს სუნი, გემო და ხელს არ უწყობს წვას; ქიმიური სიმბოლო – N; ჰაერის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი (78%). სიმკვრივე: −195,8°C ტემპერატურაზე –808 კგ/მ3, ნორმალურ ტემპერატურაზე – 1,251 კგ/მ3; დუღილის ტემპერატურა – −195,75°C. შედის ყველა ცოცხალი ორგანიზმის შედგენილობაში, მონაწილეობს ბუნებაში ნივთიერებათა წრე-ბრუნვის რთულ პროცესში. თხევადი აზოტი გამოიყენება დაბალი ტემპერატურის მისაღებად, აირადი აზოტი – ინერტული გარემოს შესაქმნელად ელექტრონათურებში, ვერცხლისწყლის თერმომეტრებში, მაღალი ტემპერატურის გასაზომად, წვადი სითხეების გადასაქაჩად და სხვა.