მენსტრელების თეატრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''მენსტრელების თეატრი''' – ამერიკული მოხეტიალე მუსიკალური თე...) |
15:46, 21 იანვარი 2022-ის ვერსია
მენსტრელების თეატრი – ამერიკული მოხეტიალე მუსიკალური თეატრი. ჩამოყალიბდა XIX საუკუნეში აშშ სამხრეთ რაიონებში, ნაკრები თეატრალური დასების საფუძველზე. მენსტრელების თეატრისათვის დამახასიათებელია პირობითი გროტესკული სტილი. მსახიობები გამოდიან ზანგების გრიმით, მუსიკალურ გაფორმებაში ანგლო-კელტური ხალხური ბალადები, მსუბუქი ქალაქური ჟანრის სიმღერები, ზანგური სიმღერები და საცეკვაო მუსიკა ერთმანეთს ენაცვლება. მენესტრელების თეატრმა გარკვეული გავლენა მოახდინა ჯაზის ფორმირებაზე.