ტემბრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ტემბრი''' – (ფრანგ. timbre), ბგერის ხასიათი, მისი კოლორიტი, ...) |
12:33, 24 იანვარი 2022-ის ვერსია
ტემბრი – (ფრანგ. timbre), ბგერის ხასიათი, მისი კოლორიტი, რომლითაც ხასიათდება ესა თუ ის ხმა, საკრავი, შემსრულებელი. ტემბრი დამოკიდებულია ობერტონების რიცხვსა და მათ შეფარდებაზე. ტემბრზე გავლენას ახდენს აგრეთვე ბგერის მიღების წესი, მჟღერი სხეულის მასალა, გარემოცვა, რომელშიც წარმოიქმნება და ვრცელდება ბგერა. ტემბრი განასხვავებს ერთი საკრავის ჟღერადობას მეორესაგან. სამუსიკო საკრავების ტემბრები მუშავდებოდა მრავალი საუკუნის მანძილზე ოსტატ-ხელოსანთა მიერ ემპირიულად, სმენით.