ფაგოტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ფაგოტი''' – ხის ჩასაბერი ენაკიანი საკრავი კონუსური კვეთით დ...) |
16:16, 26 იანვარი 2022-ის ვერსია
ფაგოტი – ხის ჩასაბერი ენაკიანი საკრავი კონუსური კვეთით და ორმაგი ენაკით; გამოგონილია XVI საუკუნეში. XVII საუკუნის შუა წლებიდან გამოიყენება ორკესტრში მუდმივი საკრავის სახით. ბგერის თანამედროვე ტემბრი განსხვავებულია სხვადასხვა რეგისტრში: დაბალში მოგუგუნე, საშუალოში მღერადი, რბილი და მაღალში მკვეთრი. დაკვრის ტექნიკა საკმაოდ რთულია. ფაგოტი მიეკუთვნება არატრანსპონირებულ საკრავთა რიცხვს, ნოტირებულია ბანის გასაღებში (მაღალ რეგისტრში ტენორის ან ვიოლინოს გასაღებში).