ფაიფური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ფაიფური '''ფაიფური''' – (სპარს. faghfur), თხელი კერამიკ...)
 

მიმდინარე ცვლილება 17:06, 26 იანვარი 2022 მდგომარეობით

ფაიფური

ფაიფური – (სპარს. faghfur), თხელი კერამიკის ნაწარმი, რომელიც წარმოადგენს გამომწვარ წყალგაუმტარ, თეთრ, წკრიალა გამჭვირვალე უფორებო მასალას. ფაიფურის მასისაგან ამზადებენ სხვადასხვაგვარ ლარნაკებს, მცირე ქანდაკებას და სხვა დეკორატიულ და გამოყენებითი ხასიათის ნაწარმს, არქიტექტურულ დეტალებს და ა. შ. არსებობს ფაიფურის რამდენიმე სახეობა.

ფაიფურის მასა მზადდება თიხისაგან, კაოლინისაგან, მინდვრის ქვისაგან (შპატისაგან), კვარცისაგან და, აგრეთვე გამოწვის შემდეგ მიღებული წუნდებული ფაიფურის ნაწარმის ნამსხვრევებისაგან. ფაიფური პირველად ჩინეთში გაჩნდა.

სარჩევი

[რედაქტირება] ფაიფურის სახეები

[რედაქტირება] მკვრივი ფაიფური

ფაიფურის ერთ-ერთი სახეობის პირობითი სახელწოდება. იხმარება ყოველდღიურ ყოფასა და ტექნიკაში. მაგარი ფაიფური რბილ ფაიფურთან შედარებით ღარიბია ფლუსებით, სამაგიეროდ მდიდარია. თიხნარით. ამისათვის იგი მოითხოვს შედარებით მაღალ ტემპერატურაზე (1400°-მდე) გამოწვას, საჭირო სიმტკიცისა და გამჭვირვალების მისაღებად. მაგარი ფაიფური იფარება ჭიქურით. მისი ზედაპირი დანით არ იკაწრება.

[რედაქტირება] რბილი ფაიფური

ფაიფური უკაოლინოთ, რომელსაც XVI საუკუნიდან აწარმოებდნენ ევროპაში, გამოიყენება ძირითადად მხატვრულ ნაკეთობაში. რბილი ფაიფური იფარება ჭიქურით.

[რედაქტირება] ბისკვიტური ფაიფური

ფაიფური, რომელიც არაა დაფარული ჭიქურით, მოუჭიქურებელი ფაიფური.



[რედაქტირება] წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები