ტაშტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ტაშტი''' − საყოფაცხოვრებო ჭურჭლის ტიპი, რომელიც სპილენძის ს...) |
|||
| ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | [[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | ||
[[კატეგორია:ჭურჭელი]] | [[კატეგორია:ჭურჭელი]] | ||
| + | [[კატეგორია:სამზარეულო ჭურჭელი]] | ||
| + | [[კატეგორია:სპილენძის ჭურჭელი]] | ||
19:32, 29 იანვარი 2022-ის ვერსია
ტაშტი − საყოფაცხოვრებო ჭურჭლის ტიპი, რომელიც სპილენძის სქელი ფირფიტისაგან იჭედებოდა და რამდენიმე ნაჭრისაგან იყო შეკერილი. იგი ღრმა იყო და სწორი, ოდნავ გადაშლილი კედლები და მრგვალი პირი ჰქონდა.
სპილენძის ტაშტი ზომის მიხედვით იყო: დიდი, საშუალო და პატარა. დანიშნულების მიხედვით კი, როგორც ხელსაბანს, ფეხისაბანს, ტანისაბანს, ანუ სააბანოეს, თავსაბანს, ისე მოიხმარდენენ, ასევე, იგი სარეცხისათვის, ცომისათვის და სამურაბედაც გამოიყენებოდა. თედო სახოკია: „ჭამის წინ მსახურს შემოაქვს მეტად თავისებური ტასტი, რომელშიაც საწურსავით დაცხრილული სპილენძის ხუფი თავდაყირაა ჩამხობილი, რომ ტასტში ჩასულ წყლის წინწკლები ზევით არ ამოვიდეს და სტუმარს არ მოხვდეს”.
ლიტერატურა
სახოკია, 1985:266; ქართული მატერიალური კულტურის... 2011.