ჩხუტ-ბრუნელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 11: ხაზი 11:
 
[[კატეგორია:ჭურჭელი]]
 
[[კატეგორია:ჭურჭელი]]
 
[[კატეგორია:ხის ჭურჭელი]]
 
[[კატეგორია:ხის ჭურჭელი]]
[[კატეგორია:რძის სადღვები ჭურჭელი]]
+
[[კატეგორია:რძის ჭურჭელი]]

მიმდინარე ცვლილება 19:47, 29 იანვარი 2022 მდგომარეობით

ჩხუტ–ბრუნელი

ჩხუტ-ბრუნელი (თუშ.) ჩხუტ-ბარნელა (ფშ.), ჩასარევაი, ყუიკა (ხევს.) - ვერტიკალური ტიპის ნაღების სადღვებელი, რომელიც გავრცელებული იყო აღმ. საქართველოს მთიანეთში. ჩხუტ-ბრუნელი ორი ნაწილისგან შედგება, ჩხუტი - მთლიანი ხისგან გამოთლილი ძირჩადგმული ცილინდრული ფორმის ძირგანიერი და პირვიწრო ჭურჭელი და შესადღვები ჯოხი - ბრუნელი, ბარნელი, დაბოლოებული ხის ჯვარედინი ფირფიტებით და ზედ შემოგრეხილი წნელით, რომლის მოძრაობითაც ხდება რძის დღვება. მცხეთა-სამთავროს ბრინჯაოს ხანის სამარხებში აღმოჩენილი თიხის სადღვებლები მსგავსია საქართველოს მთიანეთში გავრცელებული სადღვებლებისა, რაც ნათლად მიუთითებს რძის პროდუქტის ტექნოლოგიის უწყვეტობისა და მისი დამუშავების მაღალ კულტურაზე.


[რედაქტირება] წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები