ცინი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ცინ-ი''' – ფირფიტოვანი [[დასარტყამი საკრავები|დასარტყამი სა...) |
მიმდინარე ცვლილება 01:03, 2 თებერვალი 2022 მდგომარეობით
ცინ-ი – ფირფიტოვანი დასარტყამი სამუსიკო საკრავი, ლიტოფონის ნაირსახეობა. ძირითადად მზადდება ნეფრიტისაგან. აქედან წარმოდგება საკრავის საყოფაცხოვრებო სახელწოდება – „ქვის გონგი“. ეულად დაკიდებულ ცინს ეწოდება ტეცინი, ხოლო ცინების ნაკრებს, რომელთაგან თითოეული აწყობილია გარკვეულ სიმაღლეზე (სიხშირეზე), ეწოდება ბიანცინი.