ეპილოგი (დრამატურგიაში)
(ახალი გვერდი: '''ეპილოგი''' – პიესის დამაბოლოე...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]] | [[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:თეტრალური ტერმინები]] |
[[კატეგორია:დრამატურგია]] | [[კატეგორია:დრამატურგია]] | ||
16:05, 4 თებერვალი 2022-ის ვერსია
ეპილოგი – პიესის დამაბოლოებელი სცენა, კვანძის გახსნის შემდეგ. ეპილოგის შინაარსი, სტილი და მნიშვნელობა იცვლებოდა თეატრის ისტორიული განვითარების კვალობაზე. ძველბერძნულ დრამაში ეპილოგი იყო ქოროს საბოლოო მიმართვა მაყურებლისადმი, რაც სცენაზე ნაჩვენებ მოვლენებს განმარტავდა, ხსნიდა ავტორის ჩანაფიქრს. ტრაგედიაში ეპილოგი უშუალოდ მოსდევდა დაღუპული გმირის გამოტირებას და ბოლოვდებოდა მსახიობებისა და ქოროს გასვლით (ექსოდი). ანტიკურ კომედიაში ეპილოგში შედიოდა მსახიობთა და ქოროს მიერ შესრულებული სამასკარადო ცეკვები და სიმღერები.
XX საუკუნის დასაწყისის დრამაში ეპილოგი, ჩვეულებრივ, ავტორის ლირიკულ ბოლოსიტყვაობად გვევლინება. XX საუკუნის შუა წლების დრამატურგიაში, რომელიც უარყოფს მოვლენათა ქრონოლოგიურად თანმიმდევრული ასახვის კანონებს, სცენა, რომელიც ფაქტობრივად ეპილოგია, ხშირად პიესის დასაწყისში გვხვდება, ხოლო მოქმედების მიმდინარეობა გვიჩვენებს, თუ როგორ მივიდნენ გმირები ასეთ ფინალამდე. მუსიკალურ თეატრში ეპილოგი იშვიათად გვხვდება როგორც დამოუკიდებელი, ცალკე სურათი.