ეკლესია საწყალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(აღწერილობა)
(წყარო)
ხაზი 5: ხაზი 5:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]]
+
[[საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]]
  
 
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]

13:09, 5 თებერვალი 2022-ის ვერსია

ეკლესია საწყალი - ეკლესია დგას საქართველოში, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკების შალიკაანთ უბანში, მთის ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (7,5 X 4,7 მ), ნაგებია ქვიშაქვით, სარკმლის თავსართები შირიმისაა. აღმოსავლეთის კედელი დაშენებულია კლდეზე. შენობა დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა, კედლების ზედა ნაწილი გამოფიტულია. სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ბუდიდან დაძრულია საპირე ქვები. ორივე მხრიდან თაღოვანი, ტიმპანიანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს მცირე ზომის სწორკუთხა ნიშებია. ერთი თაღოვანი სარკმელი დარბაზის დასავლეთ კედელშია, ჩრდილოეთ კედელში სწორკუთხა სარკმელია. კამარა ეყრდნობა დასავლეთ კედლის საბჯენ თაღს და გრძივი კედლების შუაში მოთავსებულ იმპოსტებს. იმპოსტები აქვთ საკურთხევლის მხრებსა და დასავლეთის კუთხის პილასტრებსაც. დარბაზი შელესილია.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები