ქიწნისის ღვთისმშობლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(აღწერილობა)
(წყარო)
ხაზი 5: ხაზი 5:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]]
+
[[საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]]
 
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]]

13:36, 5 თებერვალი 2022-ის ვერსია

ქიწნისის ღვთისმშობლის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქიწნისის განაპირას, სამხრეთ დასავლეთით სასაფლაოზე. თარიღდება XIX საუკუნით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (11,2 X 6,8 მ), ნაგებია რიყის ქვით და აგურით. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია. არაღრმა, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ვიწრო სარკმელია, რომლის მარცხნივ სწორკუთხა ნიშია. დასავლეთისა და სამხრეთის კედლებში თითო ვიწრო თაღოვანი სარკმელია. დარბაზის გრძივ კედლებზე წყვილი პილასტრია, რომელსაც ეყრდნობა აგურის კამარის საბჯენი თაღი. გრძივი კედლები დეკორატიული თაღებით არის დამუშავებული. ჩრდილოეთის კედელში მცირე სწორკუთხა ნიშია. შენობა გარედან და შიგნიდან შელესილია. ეკლესიას შემოვლებული აქვს აგურის ლავგარდანი, სახურავი ორფერდაა, გადახურულია თუნუქით. დასავლეთ კედლის ფრონტონის თავზე დაშენებულია ექვსი სწორკუთხა თაღით გახსნილი, აგურის წრიული სამრეკლო. მას კონუსური სახურავი აქვს.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები