ამწე კაბელური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ამწე კაბელური“ გადაიტანა გვერდზე „კაბელური ამწე“) |
15:54, 6 თებერვალი 2022-ის ვერსია
ამწე კაბელური – ამწე სტაციონარული ან გადასაადგილებელი საყრდენებით, რომლებიც დაკავშირებულია ერთმანეთთან მზიდი ბაგირით და რომლებზეც გადაადგილდება სატვირთო ურიკა. გამოიყენება ტვირთების აწევა-გადატანისათვის მდინარეების, ხეობებისა და სხვ. თავზე. იგი არის ერთმალიანი საბაგირო გზა ღია სამთამადნო დამუშავების ადგილებიდან მადნის, ქვის მასალების, მშენებლობაში კი დიდი რაოდენობის მიწის, ბეტონისა და სხვათა გადასატანად. კაბელური ამწე ასევე მნიშვნელოვანი კონსტრუქციაა დიდმალიანი ხიდების, კაშხლების, რაბების მშენებლობის დროს.