შავი ლეღვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Savi leRvi.jpg|thumb|400პქ|შავი ლეღვი]]
+
[[ფაილი:Savi leRvi.jpg|thumb|300პქ|შავი ლეღვი]]
  
'''შავი ლეღვი''' – კახეთის ლეღვის ჯიშებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ეგრეთწოდებულ შავ ლეღვს. ამ ჯიშის სახელწოდება წარმომდგარია მისი შავი ფერის ნაყოფისაგან.
 
ხაზი 6: ხაზი 6:
  
იგი მოითხოვს თბილ, მყუდრო ადგილებს, ზომიერ ტენიანობას, არა მეტად ცხელ და გვალვიან ადგილებს. ის რაიონები, სადაც შავი ლეღვი იძლევა კარგი ხარისხის ნაყოფს, უსათუოდ უნდა წარმოადგენდეს ხანგრძლივი ვეგეტაციის პირობათა კომპლექს. თავის მიკროჰავის მხრივ შავი ლეღვის ვეგეტაცია იწყება 5–8 დღით გვიან, ვიდრე სხვა დანარჩენი ჯიშების; ვეგეტაციის დამთავრება ხდება ნოემბრის გასულს. მისი ნაყოფის მწიფება თბილი წლების პირობებში ნოემბრის დასაწყისამდე ვრცელდება.
 
[[ფაილი:Savi leRvis yvavili.jpg|thumb|200პქ|შავი ლეღვის ყვავილი]]
 +
==== ხე ====
 
შავი ლეღვი კარგად ჰგვარობს და უზარმაზარ ხედ იზრდება, მასთან კარგი ხარისხის ნაყოფსაც იძლევა კარბონატულ ალუვიალურ ტიპის ნიადაგებზე; რასაკვირველია, მისი გაშენება სხვა ტიპის ნიადაგებზედაც შეიძლება, მაგრამ ისეთ დიდ ეფექტს არ იძლევა, როგორსაც კარბონატულ ალუვიალურ ტიპის ნიადაგებზე გაშენებული.
 
შავი ლეღვი იზრდება ძლიერ ''ხედ'', უფრო ხშირად მას ახასიათებს შტამბიან ფორმად განვითარება. მისი შტამბი ხშირად 45–60 სმ. სისქეს აღწევს დიამეტრში, ბევრგან შევხვდებით ჯგუფად მოზარდ შავი ლეღვის ხეებს, რაც ბუჩქის შთაბეჭდილებას ჰქმნის.
+
შავი ლეღვი იზრდება ძლიერ ხედ, უფრო ხშირად მას ახასიათებს შტამბიან ფორმად განვითარება. მისი შტამბი ხშირად 45–60 სმ. სისქეს აღწევს დიამეტრში, ბევრგან შევხვდებით ჯგუფად მოზარდ შავი ლეღვის ხეებს, რაც ბუჩქის შთაბეჭდილებას ჰქმნის.
  
შავი ლეღვის ვარჯი იზრდება ძლიერ ფართო და განიერი, მუხლთაშორისები აქვს მეტად მცირე. ტოტების ზრდა ძლიერი ახასიათებს, მაგრამ არა სწორი, არამედ უმეტეს შემთხვევაში ქვევით დახრილი, რის გამოც შავი ლეღვი ვარჯის ტოტებით მიწაზე ეწყობა ხოლმე. ამ გარემოებას უნდა მიექცეს ყურადღება მისი საწარმოო ხასიათის ნარგაობის გაშენებისას.
 
''ხე'' ხასიათდება ხანგრძლივი სიცოცხლის უნარით; 50–60 წლიან ხეების ეგზემპლარებს ხშირად შეხვდება კაცი, მეტადრე გაღმა მხარეში. შავი ლეღვი ითვლება ერთ-ერთ უხვმოსავლიან ჯიშად.
+
ხე ხასიათდება ხანგრძლივი სიცოცხლის უნარით; 50–60 წლიან ხეების ეგზემპლარებს ხშირად შეხვდება კაცი, მეტადრე გაღმა მხარეში. შავი ლეღვი ითვლება ერთ-ერთ უხვმოსავლიან ჯიშად.
  
''ფოთოლი'' აქვს მეტად პოლიმორფული, მსხვილი ხან მთლიანი, ხან ოთხ და ხან ხუთ თათად დანაკვთული. ფოთლის ძარღვიანობა ძლიერია. ფოთლის სიფრიფანა უხეშია, ხაოიანი და სქელხორცა. ბაცი მწვანე ფერისაა, აქვს გრძელი ყუნწი.
+
ფოთოლი აქვს მეტად პოლიმორფული, მსხვილი ხან მთლიანი, ხან ოთხ და ხან ხუთ თათად დანაკვთული. ფოთლის ძარღვიანობა ძლიერია. ფოთლის სიფრიფანა უხეშია, ხაოიანი და სქელხორცა. ბაცი მწვანე ფერისაა, აქვს გრძელი ყუნწი.
  
შავი ლეღვი უხვად ინვითარებს გაზაფხულის ''ნაყოფს'' – პროფიკს. მისი გაზაფხულის ნაყოფი ისახება წინა წლის ნაზარდზე ჯერ კიდევ აპრილში, როდესაც ხე შეფოთვლას იწყებს და სულ მოკლე ხანში, მთელი ხე მასობრივად იფარება ნაყოფით. ივნისის ბოლოსა და ივლისის დასაწყისში, შავი ლეღვის ლაყოფი უკვე კაკლის წენგოს სიმსხოს აღწევს, შემდეგ ყვითლდება, იჩუტება და ცვივა.
+
==== ნაყოფი ====
 +
შავი ლეღვი უხვად ინვითარებს გაზაფხულის ნაყოფს – პროფიკს. მისი გაზაფხულის ნაყოფი ისახება წინა წლის ნაზარდზე ჯერ კიდევ აპრილში, როდესაც ხე შეფოთვლას იწყებს და სულ მოკლე ხანში, მთელი ხე მასობრივად იფარება ნაყოფით. ივნისის ბოლოსა და ივლისის დასაწყისში, შავი ლეღვის ლაყოფი უკვე კაკლის წენგოს სიმსხოს აღწევს, შემდეგ ყვითლდება, იჩუტება და ცვივა.
  
შავი ლეღვის ''გუდა ნაყოფის'' ანალიზი გვიჩვენებს, რომ მისი პროფიკი შედგება უმთავრესად ნორმალურ დედრობით ყვავილებისაგან; დედრობით ყვავილის ბუტკოს ბაზისზე ზოგჯერ მოგვიანებით ვითარდება მამრობითი ყვავილები მტვრიანები 2 წყვილი მტვრის პარკუჭებით.
+
შავი ლეღვის გუდა ნაყოფის ანალიზი გვიჩვენებს, რომ მისი პროფიკი შედგება უმთავრესად ნორმალურ დედრობით ყვავილებისაგან; დედრობით ყვავილის ბუტკოს ბაზისზე ზოგჯერ მოგვიანებით ვითარდება მამრობითი ყვავილები მტვრიანები 2 წყვილი მტვრის პარკუჭებით.
  
ზოგიერთ წლებში მეტადრე თბილ, არაყინვიან ზამთრისა და თბილი გაზაფხულის პირობებში, ნაყოფს ახასიათებს პარცელარული მომწიფება. თანაყვავილებში, ზოგჯერ ცალკეული დედრობითი ყვავილი ნაყოფიერდება და თესლსაც ინვითარებს. განვითარებული თესლის ნაყოფგარემო იფერება მოწითალო ვარდისფრად და მისი საჯდომის ნაყოფის ხორცი რბილდება და ოდნავ წვნიანი ხდება. ნაყოფი მთლიანად ჩუტე რჩება და საჭმელად სულ არ ვარგა. იშვიათია ნაყოფის იმ დონემდე დამწიფება, რომ საჭმელად ვარგისი გახდეს.
 
ხაზი 29: ხაზი 31:
 
ნორმალურად დამწიფებული შავი ლეღვის ზაფხულის ნაყოფი ჩირის დასამზადებელ საკმაოდ კარგ პროდუქტს წარმოადგენს. მისგან დამზადებული ლეღვის ჩირი, ყვარელის ლეღვის ჩირის სახელწოდებით, კახეთში ერთ-ერთ საუკეთესო ღირსების ჩირად ითვლება.
 
[[ფაილი:Savi leRvis yvavili.jpg|thumb|400პქ|შავი ლეღვის ყვავილი]]
+
 
შავი ლეღვის ნაყოფიდან რომ მაღალი ხარისხის ლეღვის ჩირი დამზადდეს, ამისათვის საჭიროა ნაყოფის გაფცქვნა. გაფცქვნილი ნაყოფიდან დამზადებული ჩირი აღარ გამოდის მუქი ჭუჭყიანი ფერის. იგი საკმაოდ ნაზი, რბილი და თუმთუმაა, თუ დამზადების წესი მეტად ცუდად არ არის ჩატარებული.
 
ხაზი 35: ხაზი 37:
 
შავი ლეღვის ზაფხულის ნაყოფი იზრდება მსხვილი და მობრტყელო, ნაწოლი გვერდით, ისე რომ ცალგვერდელა ნაყოფის ფორმის შთაბეჭდილებას სტოვებს. ნაყოფის სიმსხო საშუალოდ 6,9–6,4 სმ.-ს უდრის. ნაყოფის კანი ძლიერ თხელია და სრულ სიმწიფეში ფერფლივით სცილდება თუმთუმა ნაყოფის ხორცს. ნაყოგის სრულ სიმწიფეში კანის ფერი მუქი ლურჯია, რომელიც შავ ფერში გადადის. იგი მოიისფრო-მოწითალო ზოლებითაა დაფარული. ნაყოფის კანი ზევიდან მუქი იისფერი ფიფქით არის ხოლმე დაფარული, ისე რომ მწიფე ნაყოფი მეტად ლამაზი შეფერილობისაა.
 
''ნაყოფის ყელი'' მოკლეა, ოღონდ ყუნწი კი უფრო მსხვილი და გრძელი აქვს, ვიდრე [[თეთრი ლეღვი|თეთრი ლეღვის]] ნაყოფს. ყუნწი მომწვანო ფერისაა მოწითალო წყვეტილი წერტილებით.
+
ნაყოფის ყელი მოკლეა, ოღონდ ყუნწი კი უფრო მსხვილი და გრძელი აქვს, ვიდრე [[თეთრი ლეღვი|თეთრი ლეღვის]] ნაყოფს. ყუნწი მომწვანო ფერისაა მოწითალო წყვეტილი წერტილებით.
  
''ნაყოფის გული'' მოწითალო-მომწვანო-მოყვითალო ელფერისაა ძლიერ წვნიანი, უხვი თესლის აღმოცენების უნარი ძლიერ სუსტი აქვს, თვით თესლი კი მსხვილია, ნაყოფის მილი განიერია და გამოსავალთან დაფარულია მუქი ფერის ქერტლით. სრულ სიმწიფეში ნაყოფიდან ჟონავს ტკბილი წვენი.
+
ნაყოფის გული მოწითალო-მომწვანო-მოყვითალო ელფერისაა ძლიერ წვნიანი, უხვი თესლის აღმოცენების უნარი ძლიერ სუსტი აქვს, თვით თესლი კი მსხვილია, ნაყოფის მილი განიერია და გამოსავალთან დაფარულია მუქი ფერის ქერტლით. სრულ სიმწიფეში ნაყოფიდან ჟონავს ტკბილი წვენი.
  
გემოს მხრივ მიეკუთვნება მაღალხარისხოვან სუფრის და აგრეთვე საჩირე ჯიშებს.
 
14:06, 2 თებერვალი 2017-ის ვერსია

შავი ლეღვი

შავი ლეღვი – კახეთის ლეღვის ჯიშებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ეგრეთწოდებულ შავ ლეღვს. ამ ჯიშის სახელწოდება წარმომდგარია მისი შავი ფერის ნაყოფისაგან.

შავი ლეღვი, როგორც გრძელი ვეგეტაციის მქონე, მოითხოვს დიდი რაოდენობის სითბოს იმისათვის, რომ კარგად დაიმწიფოს თავი; ამიტომ მისი გავრცელების რაიონები კახეთში თბილი ადგილებია, სახელდობრ, შემდეგი სოფსაბჭოები: ყვარელი, შილდა, ახალსოფელი, გამოღმა კი – მუკუზანი, შრომა, კონდოლი და სხვა. შავი ლეღვის მოთხოვნილება ჰავისა და ნიადაგების მიმართ გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა დანარჩენ, კახეთში წარმოებული ლეღვის ჯიშებისა.

იგი მოითხოვს თბილ, მყუდრო ადგილებს, ზომიერ ტენიანობას, არა მეტად ცხელ და გვალვიან ადგილებს. ის რაიონები, სადაც შავი ლეღვი იძლევა კარგი ხარისხის ნაყოფს, უსათუოდ უნდა წარმოადგენდეს ხანგრძლივი ვეგეტაციის პირობათა კომპლექს. თავის მიკროჰავის მხრივ შავი ლეღვის ვეგეტაცია იწყება 5–8 დღით გვიან, ვიდრე სხვა დანარჩენი ჯიშების; ვეგეტაციის დამთავრება ხდება ნოემბრის გასულს. მისი ნაყოფის მწიფება თბილი წლების პირობებში ნოემბრის დასაწყისამდე ვრცელდება.

შავი ლეღვის ყვავილი

ხე

შავი ლეღვი კარგად ჰგვარობს და უზარმაზარ ხედ იზრდება, მასთან კარგი ხარისხის ნაყოფსაც იძლევა კარბონატულ ალუვიალურ ტიპის ნიადაგებზე; რასაკვირველია, მისი გაშენება სხვა ტიპის ნიადაგებზედაც შეიძლება, მაგრამ ისეთ დიდ ეფექტს არ იძლევა, როგორსაც კარბონატულ ალუვიალურ ტიპის ნიადაგებზე გაშენებული.

შავი ლეღვი იზრდება ძლიერ ხედ, უფრო ხშირად მას ახასიათებს შტამბიან ფორმად განვითარება. მისი შტამბი ხშირად 45–60 სმ. სისქეს აღწევს დიამეტრში, ბევრგან შევხვდებით ჯგუფად მოზარდ შავი ლეღვის ხეებს, რაც ბუჩქის შთაბეჭდილებას ჰქმნის.

შავი ლეღვის ვარჯი იზრდება ძლიერ ფართო და განიერი, მუხლთაშორისები აქვს მეტად მცირე. ტოტების ზრდა ძლიერი ახასიათებს, მაგრამ არა სწორი, არამედ უმეტეს შემთხვევაში ქვევით დახრილი, რის გამოც შავი ლეღვი ვარჯის ტოტებით მიწაზე ეწყობა ხოლმე. ამ გარემოებას უნდა მიექცეს ყურადღება მისი საწარმოო ხასიათის ნარგაობის გაშენებისას.

ხე ხასიათდება ხანგრძლივი სიცოცხლის უნარით; 50–60 წლიან ხეების ეგზემპლარებს ხშირად შეხვდება კაცი, მეტადრე გაღმა მხარეში. შავი ლეღვი ითვლება ერთ-ერთ უხვმოსავლიან ჯიშად.

ფოთოლი აქვს მეტად პოლიმორფული, მსხვილი ხან მთლიანი, ხან ოთხ და ხან ხუთ თათად დანაკვთული. ფოთლის ძარღვიანობა ძლიერია. ფოთლის სიფრიფანა უხეშია, ხაოიანი და სქელხორცა. ბაცი მწვანე ფერისაა, აქვს გრძელი ყუნწი.

ნაყოფი

შავი ლეღვი უხვად ინვითარებს გაზაფხულის ნაყოფს – პროფიკს. მისი გაზაფხულის ნაყოფი ისახება წინა წლის ნაზარდზე ჯერ კიდევ აპრილში, როდესაც ხე შეფოთვლას იწყებს და სულ მოკლე ხანში, მთელი ხე მასობრივად იფარება ნაყოფით. ივნისის ბოლოსა და ივლისის დასაწყისში, შავი ლეღვის ლაყოფი უკვე კაკლის წენგოს სიმსხოს აღწევს, შემდეგ ყვითლდება, იჩუტება და ცვივა.

შავი ლეღვის გუდა ნაყოფის ანალიზი გვიჩვენებს, რომ მისი პროფიკი შედგება უმთავრესად ნორმალურ დედრობით ყვავილებისაგან; დედრობით ყვავილის ბუტკოს ბაზისზე ზოგჯერ მოგვიანებით ვითარდება მამრობითი ყვავილები მტვრიანები 2 წყვილი მტვრის პარკუჭებით.

ზოგიერთ წლებში მეტადრე თბილ, არაყინვიან ზამთრისა და თბილი გაზაფხულის პირობებში, ნაყოფს ახასიათებს პარცელარული მომწიფება. თანაყვავილებში, ზოგჯერ ცალკეული დედრობითი ყვავილი ნაყოფიერდება და თესლსაც ინვითარებს. განვითარებული თესლის ნაყოფგარემო იფერება მოწითალო ვარდისფრად და მისი საჯდომის ნაყოფის ხორცი რბილდება და ოდნავ წვნიანი ხდება. ნაყოფი მთლიანად ჩუტე რჩება და საჭმელად სულ არ ვარგა. იშვიათია ნაყოფის იმ დონემდე დამწიფება, რომ საჭმელად ვარგისი გახდეს.

ნაყოფის მეორე წყება ისახება ივნისის შუა რიცხვებიდან და გუდა ნაყოფის გაცვივნისას უკვე კარგად დამსხვილებული ხდება; ეს ნაყოფი ვითარდება გუდა ლეღვის საჯდომის ყუნწის იღლიებში და ახალ წანაზარდზე. ზაფხულის ნაყოფი დიდხანს რჩება ხეზე; მხოლოდ მისი სწრაფი განვითარება იწყება აგვისტოს 10–15 და აგრეთვე ბოლო რიცხვებიდან, სიმწიფის პერიოდი ოქტომბრის გასვლამდე გრძელდება. მასობრივი მოწევა კი სექტემბერში უდგება. სიმწიფის მხრივ საშუალო საგვიანო ჯიშებს ეკუთვნის. ზაფხულის ნაყოფი უმთავრესად შედგება დედრობით ნაყოფისაგან; ხოლო ნაყოფის ძირში, გამოსავალ მილთან მამრობითი ყვავილები მტვრიანები საკმაოდ მრავლადაა განვითარებული. ამრიგად შავი ლეღვის გაზაფხულის ნაყოფი მოითხოვს კაპრიფიგაციას; მაგრამ ვინაიდან მათი კაპრიფიცირება არ ხდება, ამიტომ ისინი დაუმწიფებელი სცვივა, მხოლოდ ზაფხულის ნაყოფი უკაპრიფიგაციოდ მწიფდება.

შავი ლეღვი, თავისი ნაყოფის განვითარებისა და ეიზენის კლასიფიკაციის მიხედვით, მიეკუთვნება ადრიატულ ჯგუფს. მისი დამახასიათებელია ის, რომ გაზაფხულის ნაყოფი პროფიკი მოითხოვს კაპრიფიგაციას. მხოლოდ მამონეს ტიპის ზაფხულის ნაყოფი არ მოითხოვს კაპრიფიგაციას სრული სიმწიფისთვის. ასეთია სწორედ შავი ლეღვის ნაყოფის განვითარებაც, დამწიფებისა და დაუმწიფებლობის პირობებიც.

ნორმალურად დამწიფებული შავი ლეღვის ზაფხულის ნაყოფი ჩირის დასამზადებელ საკმაოდ კარგ პროდუქტს წარმოადგენს. მისგან დამზადებული ლეღვის ჩირი, ყვარელის ლეღვის ჩირის სახელწოდებით, კახეთში ერთ-ერთ საუკეთესო ღირსების ჩირად ითვლება.

შავი ლეღვის ნაყოფიდან რომ მაღალი ხარისხის ლეღვის ჩირი დამზადდეს, ამისათვის საჭიროა ნაყოფის გაფცქვნა. გაფცქვნილი ნაყოფიდან დამზადებული ჩირი აღარ გამოდის მუქი ჭუჭყიანი ფერის. იგი საკმაოდ ნაზი, რბილი და თუმთუმაა, თუ დამზადების წესი მეტად ცუდად არ არის ჩატარებული.

შავი ლეღვის ზაფხულის ნაყოფი იზრდება მსხვილი და მობრტყელო, ნაწოლი გვერდით, ისე რომ ცალგვერდელა ნაყოფის ფორმის შთაბეჭდილებას სტოვებს. ნაყოფის სიმსხო საშუალოდ 6,9–6,4 სმ.-ს უდრის. ნაყოფის კანი ძლიერ თხელია და სრულ სიმწიფეში ფერფლივით სცილდება თუმთუმა ნაყოფის ხორცს. ნაყოგის სრულ სიმწიფეში კანის ფერი მუქი ლურჯია, რომელიც შავ ფერში გადადის. იგი მოიისფრო-მოწითალო ზოლებითაა დაფარული. ნაყოფის კანი ზევიდან მუქი იისფერი ფიფქით არის ხოლმე დაფარული, ისე რომ მწიფე ნაყოფი მეტად ლამაზი შეფერილობისაა.

ნაყოფის ყელი მოკლეა, ოღონდ ყუნწი კი უფრო მსხვილი და გრძელი აქვს, ვიდრე თეთრი ლეღვის ნაყოფს. ყუნწი მომწვანო ფერისაა მოწითალო წყვეტილი წერტილებით.

ნაყოფის გული მოწითალო-მომწვანო-მოყვითალო ელფერისაა ძლიერ წვნიანი, უხვი თესლის აღმოცენების უნარი ძლიერ სუსტი აქვს, თვით თესლი კი მსხვილია, ნაყოფის მილი განიერია და გამოსავალთან დაფარულია მუქი ფერის ქერტლით. სრულ სიმწიფეში ნაყოფიდან ჟონავს ტკბილი წვენი.

გემოს მხრივ მიეკუთვნება მაღალხარისხოვან სუფრის და აგრეთვე საჩირე ჯიშებს. შავი ლეღვი ერთ-ერთ წამყვან ჯიშად უნდა იქნეს ცნობილი ყვარელის, მუკუზანის, შრომის, წინანდლისა და კონდოლის რაიონებისთვის.

წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები