ანდეზიტი
(ახალი გვერდი: ანდეზიტი კობის; დაციტი '''ანდეზიტი''' – (კეჩ. andi მა...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:ქანები]] | [[კატეგორია:ქანები]] | ||
| − | [[კატეგორია:ვულკანური | + | [[კატეგორია:ვულკანური ქანები]] |
[[კატეგორია:სამშენებლო მასალები]] | [[კატეგორია:სამშენებლო მასალები]] | ||
[[კატეგორია:პორფირული აგებულების სამშენებლო მასალები]] | [[კატეგორია:პორფირული აგებულების სამშენებლო მასალები]] | ||
14:54, 7 თებერვალი 2022-ის ვერსია
ანდეზიტი – (კეჩ. andi მაღლი თხემი), ვულკანური წარმოშობის საშუალო მჟავიანობის მთის ქანი, მუქი ნაცრისფერი ან მოწითალო ფერისა. მაღალი სიმტკიცისა და მდგრადობის, მჭიდრო, ზოგჯერ ფოროვანი, პორფირული აგებულების საშენი მასალა.
სიმკვრივე – 2,2-2,7 გ/სმ3;
მოცულობითი წონა – 2,06 გ/სმ3;
სიმაგრე მოოსის მიხედვით – 5;
დროებითი წინაღობა კუმშვაზე – 80-125 მპა;
ფორიანობა – 4,9-12,9%;
დნობის ტემპერატურა – 1195°C.
ფართოდ არის გავრცელებული ძველ ან თანამედროვე ვულკანურ რაიონებში. საქართველოში მისი საბადოებია: დიდი და პატარა ლიახვის, ქსნისა და არაგვის ხეობებში, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრი წყაროს, მარნეულისა და ყაზბეგის რაიონებში. ანდეზიტის სახელი დაკავშირებულია ანდების მთებთან. მშენებლობაში გამოიყენება მჟავამედეგი ცემენტებისა და ბეტონების დასამზადებლად.