ანკერი ქიმიური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ანკერი ქიმიური '''ანკერი ქიმიური''' – მაკავში...) |
18:03, 7 თებერვალი 2022-ის ვერსია
ანკერი ქიმიური – მაკავშირებელი (ქიმიური წებოვანი მასა) ლითონის სამაგრ ელემენტსა და საფუძვლის მასალას შორის. მუშაობის პრინციპი: ლითონის ღერო სინთეზური წებოს საშუალებით ჩაეწებება შესაერთებელ საფუძვლებში, ფისი ღრმად ვრცელდება საფუძვლის ფორებში, მყარდება და ქმნის მონოლითს. შეერთების ტექნოლოგია მარტივია: საფუძველი წინასწარ იბურღება, ივსება ფისით და შემდეგ იდგმება მასში ლითონის ელემენტი. შეერთების ეს მეთოდი იმდენად საიმედოა, რომ მას ხიდმშენებლობაშიც კი წარმატებით იყენებენ.