საპონიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: საპონიტი '''საპონიტი''' – (ლათ. sapo (saponis) საპონი) შრეუ...) |
00:49, 9 თებერვალი 2022-ის ვერსია
საპონიტი – (ლათ. sapo (saponis) საპონი) შრეული სილიკატების ქვეკლასის თიხოვანი მინერალი; აქვს ბენტონიტის თვისება. ფერი ყავისფერ-მოწითალო, ზოგჯერ თეთრი მოყვითალო, მომწვანო, მოწითალო შეფერილობით. ხშირად შეიცავს ნიკელის, მარგანეცის და ქრომის მინარევებს.
ქიმიური ფორმულა (გამარტივებული) – Mg3[Si4O10](OH)2․nH2O;
სიმკვრივე – 2240-2300 კგ/მ3;
სიმაგრე მინერალური სკალის მიხედვით – 2,5.
გამოიყენება მრეწველობაში ნავთობის გაწმენდისა და კრეკინგის დროს, სოფლის მეურნეობაში კომბინირებული საკვების დანამატად, ნიადაგის გამჟანგავად და სხვ.