სამშენებლო კვანძი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: [[ფაილი:SamSeneblo kvanZi.jpg|130პქ|thumb|<small>'''ლითონის კონსტრუქციების საყრდენი კ...) |
მიმდინარე ცვლილება 13:02, 11 თებერვალი 2022 მდგომარეობით
სამშენებლო კვანძი – კვანძი, სადაც ხდება სამშენებლო კონსტრუქციების, ელემენტებისა და მისი შემადგენელი ნაწილების შეერთება. ზოგადად, შენობა-ნაგებობას აქვს უამრავი კვანძი, მაგ.: საძირკვლის შეერთება კოლონასთან, კოლონის – სანივნივე კონსტრუქციასთან, კოლონის – საკედლე პანელებთან, გადახურვის ფილის – რიგელთან, რიგელის – კოლონასთან, თავხის კოჭის – სანივნივო ფეხთან, კარნიზის, ცოკოლის, კეხის კვანძები და სხვა.