ანდრონიკაშვილი ქაიხოსრო
(ახალი გვერდი: '''ანდრონიკაშვილი ქაიხოსრო''' (გარდ. 1792 წ) სახელმწიფო მოღვაწე, პო...) |
|||
| ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | [[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | ||
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | ||
| − | [[კატეგორია:ქართველი | + | [[კატეგორია:ქართველი დიპლომატები]] |
[[კატეგორია:ანდრონიკაშვილები]] | [[კატეგორია:ანდრონიკაშვილები]] | ||
17:28, 18 თებერვალი 2022-ის ვერსია
ანდრონიკაშვილი ქაიხოსრო (გარდ. 1792 წ) სახელმწიფო მოღვაწე, პოეტი. 1770-იან წლებში რუსეთში ელჩობისას ახლდა თავის სიძეს, ლევან ბატონიშვილს. შემდეგ ერეკლე II-მ დიპლომატიური მისიით გაგზავნა ირანში. ელჩობის მიზანი იყო დაეშოშმინებინა ირანის ვექილი (გამგებელი) ქერიმ-ხანი, რომელიც ერეკლე II-ის რუსული ორიენტაციის გამო საქართველოში გამოლაშქრებას აპირებდა. ეს დავალება ანდრონიკაშვილმა წარმატებით შეასრულა. 1778, როდესაც განჯის სახანო გაუქმებულ იქნა და მასზე ქართლ-კახეთის სამეფოსა და ყარაბაღის სახანოს ერთობლივი მმართველობა დაწესდა, ერეკლე II-მ ანდრონიკაშვილი განჯის მმართველად დანიშნა. 1785 წ განჯაში აჯანყებამ იფეთქა, ერეკლე II-მ ჩააქრო აჯანყება და ანდრონიკაშვილი საქართველოში გამოიწვია. ქაიხოსრო ანდრონიკაშვილს ეკუთვნის პოემა „მიჯნურთ ბადე“, რომელშიც მოთხრობილია ფრანგისტან ჭაბუკისა და გულბაჰრ მზეთუნახავის სიყვარულის ამბავი. პოემა დაწერილია 16-მარცვლიანი შაირით, ცალკეული ეპიზოდები და პოეტური სამკაულები ნასესხებია „ვეფხისტყაოსნიდან“, „ვისრამიანიდან“ და „ბარამგულანდამიანიდან“.