ახვლედიანი სილოვან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ახვლედიანი სილოვან“ გადაიტანა გვერდზე „სილოვან ახვლედიანი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სილოვან ახვლედიანი“ გადაიტანა გვერდზე „ახვლედიანი სილოვან“ გ...)
 

მიმდინარე ცვლილება 21:00, 19 თებერვალი 2022 მდგომარეობით

სილოვან ახვლედიანი

ახვლედიანი სილოვან – (1919 – 2003), პირველი ლექსი 1939 წელს გამოაქვეყნა გაზეთ „ინდუსტრიულ ქუთაისში”, იმავე წელს, ქუთაისის პედინსტიტუტში სწავლისას გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, რომლის დასრულების შემდეგ დასახლდა რუსთავში და მუშაობდა გაზეთ „სოციალისტური რუსთავის” რედაქტორად. გამოსცა კრებულები: „ქალაქი ნაქალაქარზე”, „ლექსები”, „ომგადახდილის დღიურები”.


* * *
შენი სახელი სულში ჩავიწან
და ახლა გიმხელ გულით ალალით:
შენ გაჩუქებდი მთელ დედამიწას,
მაგრამ ვაი, რომ ჩემი არ არის.
არ ვდარდობ, ვინ ვის მიუალერსა,
მხოლოდ შენა ხარ ჩემი ვარამი,
შენ გაჩუქებდი მზესაც, მთვარესაც,
მაგრამ ვაი, რომ ჩემი არ არის.
ნუ მიწყენ ასე ანაზდად ნათქვამს,
ყველა ლეგენდას რომ მირჩევნია,
ნუ მეტყვი, ამ გულს გაჩუქებ, რადგან
ნამდვილად ვიცი, რომ ის ჩემია.


[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები