ახოსპირელი ბეგლარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ახოსპირელი ბეგლარ“ გადაიტანა გვერდზე „აღაიანი ბეგლარ“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აღაიანი ბეგლარ“ გადაიტანა გვერდზე „ახოსპირელი ბეგლარ“ გადამი...)

22:03, 19 თებერვალი 2022-ის ვერსია

ბეგლარ ახოსპირელი

ახოსპირელი ბეგლარ – (1880 – 1921), პოეტი, ნამდვილი გვარი – აღაიანი, ფსევდონიმები: ახპატელოვი, ახპატელაშვილი, გვრიტი. დაიბადა თელავში. იყო „ქართველ გამომცემელთა ამხანაგობის” სტამბის ასოთამწყობი, ქართული რევოლუციამდელი თეატრის მოკარნახე, სუფლიორი. გამოცემული აქვს წიგნები: „ლექსები” (1989), „ჩემი ნანინა”, „ლექსნი ბეგლარასი” (1898) „ჩემი სიმღერა” (1912), „ცხოვრების სიმღერები” (1915), „არზრუმის აღება” (1916). მასვე ეკუთვნის პოემები: „სოლომონ გმირი” (1899), „შვილის მკვლელი” (1900), „შანტაჟისტები და გეურქ-აღა”~ (1907), დრამატული პოემა „მშვენება და სიყვარული” (1911). თარგმნა მაქსიმ გორკის „ფსკერზე” სათაურით — „ნაძირალნი” (1907), ფრიდრიხ შილერის „ნამდვილი მეგობრები”. 1904 წელს „ივერიაში” გამოქვეყნდა ბეგლარ ახოსპირელის ლექსი „კ.ლს” (ლადო კეცხოველს), ამის გამო ცენზურამ მისი ნაწარმოებების გამოქვეყნება აკრძალა.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები