ბაგრატიონი გრიგოლ
(ახალი გვერდი: '''ბაგრატიონი გრიგოლ''' – (1789 – 1830), იოანე ბატონიშვილის (ბაგრატი...) |
00:06, 20 თებერვალი 2022-ის ვერსია
ბაგრატიონი გრიგოლ – (1789 – 1830), იოანე ბატონიშვილის (ბაგრატიონის) ძე. ერეკლე II-ის შვილთაშვილი, გიორგი XII-ის შვილიშვილი. მონაწილეობდა კახეთის 1812 წლის აჯანყებაში. აჯანყების პერიოდში გამოაცხადეს საქართველოს მეფედ გრიგოლ I-ის სახელწოდებით; მას, როგორც მეფეს, მოიხსენიებდნენ ეკლესიებში. მეფის მოვალეობას ასრულებდა 1812 წლის 20 თებერვლიდან 6 მარტამდე. გადაასახლეს რუსეთში და ერთხანს პატიმრად ჰყავდათ პეტროზავოდსკის ციხეში. გადასახლებაში დაწერილი მისი ლექსები სამშობლოდან გადახვეწილი კაცის გულისტკივილს გამოხატავს. იგი პეტერბურგის ქართული კოლონიის თვალსაჩინო წევრი გახდა. მან ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუშების სისტემატური შეკრება; დაახლოებით 1819 წელს შეადგინა „ანთოლოგია”, რომელშიც შეიტანა ბესიკის, საიათნოვას, მზეჭაბუკ ორბელიანის, გლახა მნათიშვილისა და სხვათა ლექსები, აგრეთვე მცირე ზომის ფოლკლორული ნაწარმოებები.