ბარამიძე ილია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ილია ბარამიძე '''ბარამიძე ილია''' − (1947), ილია ბა...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბარამიძე ილია“ გადაიტანა გვერდზე „ილია ბარამიძე“) |
12:48, 21 თებერვალი 2022-ის ვერსია
ბარამიძე ილია − (1947), ილია ბარამიძის პირველი ლექსი 1965 წ გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტში” დაიბეჭდა. სტუდენტობის წლებში იყო ალმანახ „პირველი სხივის” სარედაქციო კოლეგიის წევრი. გამოცემული აქვს კრებულები: „ნაადრევი ყოჩივარდები” და „გაგრული რვეულიდან”, ავტორია ასევე საბავშვო და პუბლიცისტური ხასიათის კრებულებისა.
- * * *
- აღარ ყიდულობ უკვე მიმოზებს,
- სარკეში ცქერამ დაკარგა აზრი...
- ასაკი, ქალს რომ გაცვლი ღვინოზე,
- გიახლოვდება პანტერის ზლაზვნით.
- შენ ჭადარივით ქარებმა გძარცვეს
- და ფოთოლ-ფოთოლ წაგართვეს დღენი...
- ხელისგულიდან გიკენკავს მარცვლებს
- ფრთამოტეხილი ბავშვობა შენი