ბედოშვილი ლია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლია ბედოშვილი“ გადაიტანა გვერდზე „ბედოშვილი ლია“ გადამისამარ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Lia bedoshvili.PNG|thumb|ლია ბედოშვილი]] | ||
'''ბედოშვილი ლია''' – (1954), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი. 1976 წელს დაამთავრა [[თსუ]]-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. გამოცემული აქვს რამდენიმე პოეტური კრებული და საბავშვო ზღაპრები, მათ შორის – „საუფლო ამბები” (2017). | '''ბედოშვილი ლია''' – (1954), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი. 1976 წელს დაამთავრა [[თსუ]]-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. გამოცემული აქვს რამდენიმე პოეტური კრებული და საბავშვო ზღაპრები, მათ შორის – „საუფლო ამბები” (2017). | ||
23:18, 21 თებერვალი 2022-ის ვერსია
ბედოშვილი ლია – (1954), ქართველი პოეტი. 1976 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. გამოცემული აქვს რამდენიმე პოეტური კრებული და საბავშვო ზღაპრები, მათ შორის – „საუფლო ამბები” (2017).
- * * *
- შენს გამო მთებმაც მომიძულეს,
- ვეშვები თავქვე,
- იქ, კალაპოტში აწონიან
- ჩემ წილ ცხოვრებას.
- დავიდგამ ავეჯს,
- ახალ-ახალს ჩავიცვამ კაბებს,
- იაგუნდებით დავაჩუმებ
- მაღალ გოდებას...
- შენს გამო მთებმაც მომიძულეს,
- ვეშვები თავქვე
- და განთიადის თეთრი ელდა
- ფეხებთან წვება...
- ღამით კი მთვარე, გალეული,
- ყვითელი ბავშვი
- გამექცევა და ცას ტირილით
- შეატოტდება.