ბერაია გივი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გივი ბერაია“ გადაიტანა გვერდზე „ბერაია გივი“ გადამისამართება...) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
+ | [[ფაილი:GIVI BERAIA.PNG|thumb|გივი ბერაია ]] | ||
'''ბერაია გივი''' – (1937-2014), მეცნიერი, ჟურნალისტი, პოეტი. დაიბადა სოფელ დარჩელში (ზუგდიდი). 1966 წელს დაამთავრა [[თსუ]]-ს ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. მუშაობდა აფხაზეთის ჟურნალ-გაზეთებში სხვადასხვა თანამდებობაზე: აფხაზეთის ზონაში საქტელერადიოს კორესპონდენტად, ჟურნალ „რიწის” რედაქტორის მოადგილედ, 1993-2013 წლებში კი ამავე ჟურნალის რედაქტორად. წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის 16 პოეტური კრებულის ავტორი, მათ შორისაა: „ნოსტალგიური”, „მადლობელი ვარ სიყვარულისთვის”, „მეშვიდე სტრიქონი”, „მგრძნობიარე გულის ბალადა”, „ჭადარი ქალაქში“, „ზამთრისპირის საღამოები“, „სიმშვიდე”, „პირველი თოვლი” (1970) „იისფერ ბინდში ნათქვამი” (1991), „ელვის ვარდები” (1994), „ხსოვნის მირაჟები” (1998) „ტალღის ანაბეჭდები” | '''ბერაია გივი''' – (1937-2014), მეცნიერი, ჟურნალისტი, პოეტი. დაიბადა სოფელ დარჩელში (ზუგდიდი). 1966 წელს დაამთავრა [[თსუ]]-ს ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. მუშაობდა აფხაზეთის ჟურნალ-გაზეთებში სხვადასხვა თანამდებობაზე: აფხაზეთის ზონაში საქტელერადიოს კორესპონდენტად, ჟურნალ „რიწის” რედაქტორის მოადგილედ, 1993-2013 წლებში კი ამავე ჟურნალის რედაქტორად. წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის 16 პოეტური კრებულის ავტორი, მათ შორისაა: „ნოსტალგიური”, „მადლობელი ვარ სიყვარულისთვის”, „მეშვიდე სტრიქონი”, „მგრძნობიარე გულის ბალადა”, „ჭადარი ქალაქში“, „ზამთრისპირის საღამოები“, „სიმშვიდე”, „პირველი თოვლი” (1970) „იისფერ ბინდში ნათქვამი” (1991), „ელვის ვარდები” (1994), „ხსოვნის მირაჟები” (1998) „ტალღის ანაბეჭდები” | ||
(2004) და სხვა. | (2004) და სხვა. |
მიმდინარე ცვლილება 23:46, 21 თებერვალი 2022 მდგომარეობით
ბერაია გივი – (1937-2014), მეცნიერი, ჟურნალისტი, პოეტი. დაიბადა სოფელ დარჩელში (ზუგდიდი). 1966 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. მუშაობდა აფხაზეთის ჟურნალ-გაზეთებში სხვადასხვა თანამდებობაზე: აფხაზეთის ზონაში საქტელერადიოს კორესპონდენტად, ჟურნალ „რიწის” რედაქტორის მოადგილედ, 1993-2013 წლებში კი ამავე ჟურნალის რედაქტორად. წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის 16 პოეტური კრებულის ავტორი, მათ შორისაა: „ნოსტალგიური”, „მადლობელი ვარ სიყვარულისთვის”, „მეშვიდე სტრიქონი”, „მგრძნობიარე გულის ბალადა”, „ჭადარი ქალაქში“, „ზამთრისპირის საღამოები“, „სიმშვიდე”, „პირველი თოვლი” (1970) „იისფერ ბინდში ნათქვამი” (1991), „ელვის ვარდები” (1994), „ხსოვნის მირაჟები” (1998) „ტალღის ანაბეჭდები” (2004) და სხვა.
- ტყეში
- საკუთარ თავთან პირისპირ ვრჩები,
- ის სისულელეს მკარნახობს ათასს...
- ცა, რეალური, სად გაქრა ჩემი?
- ან... თუ არსებობს ეს წამი მართლა?
- ავობს – ეხლება აჩრდილს აჩრდილი,
- ერთი მეორეს რა განძს უმალავს?
- ბოლავს მწვანედ მზის ჩიბუხგაჩრილი
- წიფელი: დროს ქსოვს, ელვის უმალესს
- და ჟრიამულად ურიგებს ჩიტებს,
- დარდს რო ფანტავენ პაწია ფრთებით.
- მე ვიტევ მთელ ტყეს? თუ ტყე მე მიტევს?
- კვლავ ვიბადები? თუ ქარში... ვქრები?
- აგერ: სად გარბის და გარბის წყალი? –
- უარყოფს თავის სტიქიას თვითვე?
- მაშინ რატომ თხზავს ნაპირთა ყალიბს?
- ფეხს „სისა ტურას” რად უწყობს რიტმებს?
- და უზრუნველი სხვა ხილვებს მაწვდის
- და არ ამტკიცებს არაფერს, ოდენ
- დაედარება ფრთებგაშლილ არწივს,
- ოდეს ჩანჩქერად დასცდება კბოდეს,
- ჩეკავს და ჩეკავს ქაფის თოლიებს,
- ყველა მათგანი ტრფობის მეკვლეა.
- ...ეს სიცხადეა, თუ ყოველივე
- დაღლილი გულის ანარეკლია?